Showing posts with label ელექტრონიკა. Show all posts
Showing posts with label ელექტრონიკა. Show all posts

Saturday, June 16, 2012

კვარცის რეზონატორი


კვარცის რეზონატორი.
კვარცის, ანუ მთის ბროლის გამოყენება ელექტრონიკაში განპირობებულია მისი თვისებით შეიკუმშოს ან გაფართოვდეს (ანუ შეიცვალოს თავისი გეომეტრიული ზომები) მასზე მოდებული ელექტრული ძაბვის ზეგავლენით. ადგილი აქვს, აგრეთვე შებრუნებულ მოვლენასაცკვარცის შეკუმშვის ან გაჭიმვის დროს მის ზედაპირებზე წარმოიქმნება  პოტენციალთა სხვაობა (ელექტრული ძაბვა). ამ მოვლენას პიეზოეფექტი ეწოდება. ეფექტი აღმოჩენილია ჟაკ და პიერ კიურების მიერ 1880 .
კვარცის ფირფიტას, ისევე როგორც ნებისმიერ მექნიკურ სისტემას მაგ., კამერტონს, მექნიკური რხევების საკუთარი  სიხშირე გააჩნია. გარე ცვლადი ზემოქმედების სიხშირის მიახლოებისას ამ  სიხშირესთან ადგილი აქვს რხევის ამპლიტუდის მკვეთრ ზრდას. ამ მოვლენას რეზონანსი ეწოდება.
თუ კვარცის ფირფიტას ჩავრთავთ ელექტრული რხევების გენერატორის წრედში, მაშინ მოხდება იმ ელექტრული რხევების მკვეთრი გაძლიერება, რომელთა სიხშირე ემთხვევა მისი მექნიკური რხევების საკუთარ სიხშირეს, ანუ ადგილი ექნება ელექტრული რხევების გენერაციას, რომლის სიხშირე კვარცის ფირფიტის რეზონანსული სიხშირის ტოლია.
პიეზოეფექტს ადგილი აქვს არა მარტო კვარცისათვის, არამედ სხვა დიელექტრიკული ნივთიერებებისთვისაც, მაგრამ ამ ნივთიერებებს შორის კვარცს განსაკუთრებული ადგილი უკავია იმის გამო, რომ ის ხასიათდება ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტის რეკორდულად მცირე მნიშვნელობით, რაც განაპირობებს კვარცული გენერატორების სიხშირის ძალიან მაღალ ტემპერატურულ სტაბილურობას.
ელექტრონულ მოწყობილობებში გამოსაყენებლად კვარცისგან გამოჭრილ საჭირო ზომების და ფორმის მქონე ფირფიტაზე აფენენ მეტალის ელექტროდებს და ათავსებენ ჰერმეტულ კორპუსში.



ასეთ მოწყობილობებს კვარცული რეზონატორები ეწოდებათ. ელექტრონულ სქემებში მათი აღსანიშნავი სიმბოლო ნაჩვენებია ნახაზზე. ასევე აღინიშნება სხვა (არა კვარცის) რეზონატორებიც მაგ., კერამიკული (პიეზოკერამიკა), როლებიც ასევე ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, განსაკუთრებით დაბალი სიხშირეებისათვის, რომელთათვისაც კვარცის ზომები მიუღებლად დიდია.
Atmel მიკროკონტროლერებს კვერცის რეზონატორი უერთება ნახაზზე ნაჩვენები სქემის მიხედვით. C1, C2 კონდენსატორების ტევადობა შეადგენს 12-22 პიკოფარადას.



Friday, June 15, 2012

Как сделать LED POV дисплей

LED POV Display


Устройства подобного рода получили в интернете название LED POV DISPLAY от аббревиатуры Persistance Of Vision - инертность зрительного восприятия, что проявляется в способности человеческого глаза запоминать изображение в течении 0.1 сек.
 Формирование изображения происходит путем механической развертки. Двигатель вращает со скоростью около 20-25 об/сек (чтобы поменьше мерцало) линейку из светодиодов. В каждый данный момент времени горит определенная группа светодиодов но глаз в силу своей инерционности воспринимает изображение целиком. По той же причине не видна и арматура, с помощью которой  крепится линейка светодиодов. Остальное все просто. Надо только зажигать нужные светодиоды в нужное время.

Как это делается?

პროგრამატორი Atmel მიკროკონტროლერებისათვის


პროგრამატორი Atmel მიკროკონტროლერებისათვის

ინტერნეტში საკმარისი რაოდენობით არის წარმოდგენილი პროგრამატორები მიკროკონტროლერების დასაპროგრამებლად. ნებისმიერი პროგრამატორი შესდგება ორი კომპონენტისაგან:
1. პროგრამული ნაწილი (Software), რომელიც უზრუნველყოფს მთელი პროგრამატორის მუშაობას – პროგრამული კოდის  კომპიუტერიდან წაკითხვას, მის ჩაწერას მიკროკონტროლერში, ჩაწერის სისწორის შემოწმებას, მიკროკონტროლერის FlashROM მახსოვრობის წაშლას და ა.შ.
2. აპარატურული ნაწილი (Hardware), რომელიც მოიცავს ელექტრონიკას, კაბელებს, შემაერთებლებს და ა.შ.  სწორედ ეს კომპონენტი ახორციელებს კავშირს კომპიუტერსა და მიკროკონტროლერს შორის. კავშირი ხორციელდება კომპიუტერის რომელიმე საკომუნიკაციო მოწყობილობის –
პარალელური პორტის, მიმდევრობითი საცომუნიკაციო პორტის  ან USB პორტის საშუალებით.
გრაფიკული კომპილატორი Algoritm Builder შეიცავს პროგრამატორის მუშაობისათვის საჭირო პროგრამულ ნაწილს, რომელიც საშუალებას იძლევა ამავე კომპილატორში შექმნილი პროგრამები ჩაწერილ იქნან მიკროკონტროლერში. საჭიროა, მხოლოდ აპარატურული ნაწილის დამზადება. ქვემოთ მოყვანილია პროგრამატორის პრინციპული სქემა.
სქემა შეიცავს 7 რეზისტორს, რომელთა წინაღობა 1 კილოომის ტოლია და 3 დიოდს. სქემაზე მითითებულის გარდა შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა, მცირე სიმძლავრის იმპულსური დიოდები. ყურადღება მიაქციეთ დიოდების სქემაში ჩართვის პოლარობას (იხ. ნახ.).
პროგრამატორის ერთი მხარე უერთდება კომპიუტერის მიმდევრობით პორტს 9 კონტაქტიანი კონექტორის საშუალებით.
პროგრამატორის მეორე მხარეს უნდა მიუერთდეს დასაპროგრამებელი მიკროკონტროლერი. რა თქმა უნდა, მიკროკონტროლერისა და პროგრამატორის გამომყვანების შესაბამისობა ზუსტად უნდა იყოს დაცული. ნახაზზე მოცემულია Atmega8 მიკროკონტროლერის გამომყვანების სქემა. მიკროსქემა გამოსახულია ზედხედში, ანუ წარწერების მხრიდან. გამომყვანების ნუმერაციის თანმიმდევრობის განსასაზღვრავად, მიკროსქემის კორპუსზე დატანილია სპეციალური ჭდე (წითელი ისარი).
როგორც ნახაზიდან ჩანს, მიკროკონტროლერის ცალკეულ გამომყვანებს რამოდენიმე დანიშნულება აქვთ. მაგ., ნომერი 1 გამომყვანი 2 ფუნქციას ასრულებს: ერთის მხრივ იგი წარმოადგენს C პორტის მე-6 თანრიგის გამომყვანს PC6, ხოლო მეორე მხრივ, ასრულებს RESET გამომყვანის ფუნქციას. მიკროკონტროლერის ნორმალური მუშაობისათვის საჭიროა RESET გამომყვანზე მიეწოდებოდეს ლოგიკური “1″. ამ გამომყვანზე უარყოფითი იმპულსის მიწოდება ( ანუ “1″-დან “0″-ში გადართვა და ისევ უკან “1″-ში დაბრუნება) იწვევს მიკროკონტოლერის პროგრამის შესრულების თავიდან დაწყებას. როგორც წესი, მიკროკონტროლერის სქემაში ჩართვისას ამ გამომყვანს რთავენ ქვემოთ მოყვანილი სქემით:
იდეა მდგომარეობს შემდეგში: კვების წყაროს ჩართვის მომენტიდან რაღაც დროის განმავლობაში, იმის გამო, რომ კონდენსატორი ჯერ არ არის დამუხტული, RESET გამომყვანზე არ არის ლოგიკური “1″. ამიტომ მიკროკონტროლერის პროგრამა არ მუშაობს. ეს საშუალებას იძლევა დაველოდოთ კვების ჩართვის თანმხლები გარდამავალი პროცესების დამთავრებას. გარკვეული დროის შემდეგ, კონდენსატორი დაიმუხტება, RESET სიგნალი მიაღწევს ლოგიკური “1″ დონეს და მიკროკონტროლერის პროგრამა ამუშადება.
პროგრამატორის დასაკავშირებლად მიკროკონტროლერთან სასურველია გამოვიყენოთ სპეციალური ბუდეები, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები. ეს თავიდან აგვაცილებს დაპროგრამების დროს სარჩილავის ხმარების აუცილებლობას.




აი, როგორი პროგრამატორი ავაწყვე მე ჩემთვის:
დაპროგრამებისას მიკროკონტროლერის ყველა გამომყვანი აღნიშვნით “GND” მიერთებული უნდა იყოს სქემის საერთო მავთულთან და კვების წყაროსმინუსგამომყვანთან, ხოლო ყველა გამომყვანი “VCC” აღნიშვნით მიერთებული უნდა იყოს კვების წყაროსპლუსგამომყვანთან. კვების ძაბვა უნდა იყოს 4.5 – 5 ვოლტი.
შევუდგეთ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას. მიუერთეთ პროგრამატორი კომპიუტერის მიმდევრობით პორტს (COM Port), ჩასვით ბუდეში მიკროკონტროლერი, ჩართეთ მიკროკონტროლერის კვების წყარო (ბატარეა). Algorithm Builder -ში გახსენით თქვენი ალგორითმი და მენიუში აირჩიეთ “Options ” “Environment Options” “Port” და მიუთითეთ პორტის ნომერი, რომელთანაც მიერთებულია პროგრამატორი.


მენიუში აირჩიეთ “Program” “Run with Chip”. მოყვანილ სურათზე ნაჩვენებია, რომ ამორჩეულია მიკროკონტროლერის შემოწმება, მისი წაშლა და FLASH ROM მახსოვრობის დაპროგრამება. EEPROM მახსოვრობის დაპროგრამება, აგრეთვე ფუზ ბიტების დაპროგრამება და სხვა ოპციები ამორჩეული არ არის. დააჭირეთ “Start”. რამდენიმე წამში დაპროგრამება დასრულდება.

ახალ, ჯერ კიდევ დაუპროგამებელ მიკროკონტროლერში ფუზ ბიტების კონფიგურაცია შეესაბამება ტაქტირებას შიდა გენერატორიდან, რომლის სიხშირეა 1 მგჰც. სიხშირის შესაცვლელად მონიშნეთ “Write fuse bits” და დააჭირეთ ლურჯად მონიშნულს “Fuse bits…”
“Clock source” წარწერის გასვრივ ლურჯად მონიშნულ წარწერაზე დაჭერა იწვევს ტაქტირების პარამეტრების ცვლილებას. ამოირჩიეთ 2 მგჰც და დააჭირეთ “Write”. თქვენი მიკროკონტროლერი გადაპროგრამდა 2 მგჰც სიხშირეზე სამუშაოდ.
დაპროგრამება დასრულებულია. შეგიძლიათ ჩასვათ მიკროკონტროლერი სქემაში, ჩართოთ სქემა და ნახოთ რა გამოვიდა.სქემის აწყობის და მისი გამართვის შესახებ შემდეგ სტატიებში.

Thursday, June 14, 2012

მიდევრობითი (Serial) პორტი


მიდევრობითი (Serial) პორტი.
პარალელური პორტისაგან განსხვავებით, სადაც ბაიტის შემადგენელი რვავე ბიტი 8 მავთულის საშუალებით ერთდროულად გადაიცემა, მიმდევრობით პორტში ინფორმაცია გადაიცემა ერთ მავთულში ცალკეული ბიტების ერთმანეთის მიყოლებით (ბიტები b0,b1,b2,…) მიმდევრობით გამოყვანის მეთოდით, რაც განაპირობებს კიდეც მის სახელწოდებას.
ტერმინი “მიმდევრობითი პორტი” არ გულისხმობს USB პორტს და ethernet-ს, რომლებიც თავიანთი არსით, აგრეთვე მიმდევრობით მოწყობილობებს წარმოადგენენ. იგი გულისხმობს მოწყობილობებს, რომელთა მუშაობის პრინციპი (პროტოკოლი) შემდეგში მდგომარეობს: საინფორმაციო არხში მკაცრად განსაღვრული ინტერვალებით გადაიცემა ბიტები, რომელთაგან პირველი წარმოადგენს ე.წ. სტარტ-ბიტს, მას მოყვება უმცროსი (ნულოვანი) საინფორმაციო ბიტი, შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით გადაიცემა დანარჩენი საინფორმაციო ბიტები, რომელთა რაოდენობა (5-8) წინასწარ არის განსაზღვრული, შემდგომ გადაიცემა ან არ გადაიცემა (წინასწარი შეთანხმებით) გადაცემის სისწორის შემოწმებისათვის განკუთვნილი ბიტი (ე.წ. ლუწობის კონტროლი – parity) და ბოლოს ერთი ან ორი (აგრეთვე წინასწარი შეთანხმებით) სტოპ-ბიტი, რომელიც სტარტ-ბიტის შებრუნებული მნიშვნელობის არის (თუ სტარტ-ბიტი ლოგიკური “1″ არის, მაშინ სტოპ-ბიტი ან ბიტები ლოგიკურ “0″ წარმოადგენს). ბიტების ამგვარი თანმიმდევრობის ერთობლიობას ფრეიმი ეწოდება. “წინასწარი შეთანხმება” გულისხმობს, რომ გადამცემსა და მიმღებში აპარატურა ერთნაირად არის კონფიგურირებული. აუცილებელი პირობაა, აგრეთვე ორივე აპარატურის სატაქტო სიხშირეების (ანუ გადაცემა-მიღების ინტერვალების) მკაცრი ტოლობა, რაც მიიღწევა
კვარცული რეზონატორების საშუალებით დასტაბილიზებული სატაქტო გენერატორების გამოყენებით. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე განისაზღვრება სატაქტო სიხშირით და აირჩევა რიგიდან 300, 600, 1200, 2400, 4800, 9600, 19200 ბიტი/წმ.
აღწერილი პროტოკოლით მუშაობს რამოდენიმე საკომუნიკაციო მოწყობილობა. მათ შორის ფართოდ გავრცელებული RS232 პორტი (COM პორტი), რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ თითქმის ყველა კომპიუტერში იყო ჩაშენებული (ზოგჯერ რამოდენიმეც) და რომელიც თანდათან გამოდევნა USB პორტმა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ მიკროკონტროლერების უმრავლესობას გააჩნია ამ პროტოკოლით მომუშავე საკომუნიკაციო მოწყობილობები, COM პორტი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოპულარობას.
RS232 პორტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სიგნალი ორი პოლარობის არის. ლოგიკურ “1″ -ს შეესაბამება -12 ვოლტი, ხოლო ლოგიკურ “0″ -ს +12 ვოლტი ძაბვა (იშვიათად, -5 და +5 ვოლტი). დიაგრამაზე მოყვანილია 1 ფრეიმი, რომელიც უზრუნველყოფს 01011100 ორობითი რიცხვის გადაცემას. კონფიგურაცია ასეთია: მონაცემთა ბიტები – 8, ლუწობის კონტროლი – არა, სტოპ-ბიტები – 1 (Data bits – 8, Paruty – None, Stop bits – 1).




კონფიგურაციის დასაყენებლად შეასრულეთ შემდეგი თანმიმდევრობა (Windows XP): Control Panel, System, Hardware, Device Manager, Ports (COM & LPT), ამოირჩიეთ პორტი, Port Settigs.


COM პორტთან მიერთება ხორციელდება 9 ან 25 გამომყვანიანი კონექტორის საშუალებით. სურათზე ნაჩვენებია 9 გამომყვანიანი DB9F ტიპის კონექტორი, ხოლო ცხრილში მოყვანილია გამომყვანების დანიშნულება.



N
აღნიშვნა
მიმართულება
სიგნალი
1
DCD
შესასვლელი
Data Carrier Detect (მზიდი სიხშირე)
2
RxD
შესასვლელი
Receive Data (მონაცემების მიღება)
3
TxD
გამოსასვლელი
Transmit Data (მონაცემების გადაცემა)
4
DTR
გამოსასვლელი
Data Terminal Ready (ტერმინალის მზადყოფნა)
5
GND
-
Ground (საერთო მავთული – “მიწა”)
6
DSR
შესასვლელი
Data Set Ready (მიმღების მზადყოფნა)
7
RTS
გამოსასვლელი
Request To Send (გადაცემის მოთხოვნა)
8
CTS
შესასვლელი
Clear To Send (გადაცემის მზადყოფნა)
9
RI
შესასვლელი
Ring Indicator (გამოძახების სიგნალი)
ამოცანათა უმრავლესობისათვის ცხრილში მოყვანილი გამომყვანებიდან უმნიშვნელოვანესია TxD, RxD და GND გამომყვანები. GND (Ground) გამომყვანი მთელი სისტემის საერთო მავთულს – “მიწას” წარმოადგენს. სწორედ მის მიმართ იზომება პოტენციალები, რომლებიც არსებობენ ყველა დანარჩენ გამომყვანებზე. TxD გამომყვანი წარმოადგენს ინფორმაციის გადამცემის გამომყვანს, ხოლო RxD – ინფორმაციის მომღების გამომყვანს. დანარჩენი გამომყვანები ასრულებენ დამხმარე ფუნქციებს. უმრავლეს შემთხვევაში ორ ერთნაირ მოწყობილობას შორის ორმხრივი კავშირის დასამყარებლად საკმარისია მათი შეერთება ქვემოთ გამოსახული სქემით.



შეერთებისათვის აუცილებელი მავთულების რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენებული საკომუნიკაციო პროგრამის თავისებურებებზე – ამოწმებს თუ არა პროგრამა გადამცემის მზადყოფნას ან სხვა მოთხოვნებს. პროგრამული უზრუნველყოფის 99 პროცენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ქვემოთ მოყვანილი სქემა.



სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა შემდეგი სქემა – ე.წ. 7 მავთულიანი ნულ მოდემი.



Windws -ში საკომუნიკაციო პროგრამულ უზრუნველყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროგრამა Hyper Terminal (“Start”, “All Programs”, “Accessories”, “Communications”, “Hyper Terminal”).
იმ პერსონალური კომპიუტერებისათვის, რომელთაც არ აქვს COM პორტი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს PCI-COM პლატა, რომელიც მონტაჟდება კომპიუტერის PCI სლოტში.
ნოუტბუკებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას USB-COM ადაპტერი. ასეთი ადაპტერი ერთი ბოლოთი უერთდება კომპიუტერის (ნოუტბუკის) USB პორტს, ხოლო მის მეორე ბოლოზე მოთავსებულია სტანდარტული COM კონექტორი, რომელსაც შეიძლება მიუერთდეს RS232 მოწყობილობები. ადაპტერის დრაივერის დაინსტალირების შემდეგ კომპიუტერში შეიქმნება ვირტუალური COM პორტი, რომელსაც შეიძლება ისევე მივმართოთ, როგორც ჩვეულებრივ, სტანდარტულ COM პორტს.




პარალელური პორტი (LPT პორტი)


პარალელური პორტი (LPT პორტი)
პარალელური პორტი განკუთვნილია კომპიუტერიდან ინფორმაციის გამოსაყვანად, ინფორმაციის კომპიუტერში შესაყვანად და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერების, სკანერების და ა.შ.) სამართავად.
კომპიუტერში შესაძლებელია 3 პარალელური პორტის ჩართვა. Windows აღნიშნავს მათ როგორც LPT1, LPT2, LPT3.
თვითოეული პორტი შეიცავს სამ რეგისტრს – ესენია: ინფორმაციის გამოყვანა–შეყვანის რეგისტრი (მონაცემთა რეგისტრი), პერიფერიული მოწყობილობებიდან გამოსული სამართავი სიგნალების ( მაგ.: პრიტრიდან -”ქაღალდი გათავდა”) კომპიუტერში შეყვანის რეგისტრი (სტატუსის რეგისტრი), პერიფერიული მოწყობილობების სამართავი სიგნალების (მაგ.: “მონაცემები გადაცემულია”) კომპიუტერიდან გამოყვანის რეგისტრი (მართვის რეგისტრი). კომპიუტერის სამისამართო სივრცეში მათ მიეკუთვნებათ კონკრეტული მისამართები. მონაცემთა რეგისტრის მისამართს ეწოდება საბაზო მისამართი. საბაზო მისამართებია: &H378 (LPT1), &H278 (LPT2), &H3BC (LPT3). საბაზო+1 მისამართი მიეკუთვნება სტატუსის რეგისტრს, საბაზო+2 მისამართი მიეკუთვნება მართვის რეგისტრს.
პორტთან მიერთებული 25 კონტაქტიანი საკონტაქტო შემაერთებელი (connector). ნახაზზე მოცემულია კონტაქტების შეერთების სქემა. კონტაქტები 18 – 25 საერთოა (მიერთებულია კომპიუტერის კორპუსთან). სიგნალების ძაბვები იღებენ მნიშვნელობებს: 0 ვოლტი ან +5 ვოლტი . მონაცემთა რეგისტრის გამომყვანებზე მიეწოდება +5 ვოლტი, თუ შესაბამის თანრიგში ჩაწერილია ლოგიკური “1″. წინააღმდეგ შემთხვევაში (ანუ, თუ შესაბამის თანრიგში ჩაწერილია ლოგიკური “0″), გამომყვანზე ძაბვა შეადგენს 0 ვოლტს. ასეთ შემთხვევეში ამბობენ, რომ მონაცემთა რეგისტრის თანრიგები არ არის ინვერტირებული, ლოგიკურ ერთიანს შეესაბამება ძაბვის მაღალი მნიშვნელობა, ლოგიკურ ნულს – დაბალი. იგივეს ვერ ვიტყვით დანარჩენ რეგისტრებზე: როგორც სტატუსის რეგისტრის, ისე მართვის რეგისტრის ცალკეული თანრიგები ინვერტირებულია.
Pin No (DB25)
Signal name
Direction
Register – bit
Inverted
1
nStrobe
Out
Control-0
Yes
2
Data0
In/Out
Data-0
No
3
Data1
In/Out
Data-1
No
4
Data2
In/Out
Data-2
No
5
Data3
In/Out
Data-3
No
6
Data4
In/Out
Data-4
No
7
Data5
In/Out
Data-5
No
8
Data6
In/Out
Data-6
No
9
Data7
In/Out
Data-7
No
10
nAck
In
Status-6
No
11
Busy
In
Status-7
Yes
12
Paper-Out
In
Status-5
No
13
Select
In
Status-4
No
14
Linefeed
Out
Control-1
Yes
15
nError
In
Status-3
No
16
nInitialize
Out
Control-2
No
17
nSelect-Printer
Out
Control-3
Yes
18-25
Ground
-
-
-
ინფორმაცია ცალკეული ბიტების ინვერტულობის შესახებ განთავსებულია ცხრილის გრაფაში “Inverted”. გრაფაში “Pin No” მითითებულია 25 კონტაქტიანი კონტაქტური შემაერთებლის (DB25) გამომყვანის ნომერი, გრაფაში “Signal Name” – სიგნალის სახელწოდება, გრაფაში “Direction” სიგნალის გადაცემის მიმართულება, ხოლო გრაფაში “Register-bit” – რეგისტრის სახელი და თანრიგის (ბიტის) ნომერი. როგორც ცხრილიდან ჩანს, მონაცემთა რეგისტრი ორმხრივად არის მიმართული – მისი თანრიგები Data-0″ – “Data-7″ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ინფორმაციის გამოსაყვანად, ისე კომპიუტერში შესაყვანად. ამ შესაძლებლობის რეალიზაციისათვის საჭიროა პორტი შესაბამისად დაკონფიგურირდეს, რისთვისაც კომპიუტერის გადატვირთვის მომენტში უნდა შევიდეთ BIOS -ის მენიუში, მოვძენოთ პუნქტი INTEGRATED PERIPHERALS, ავირჩიოთ PARALLEL PORT MODE: და დავაყენოთ პორტის რეჟიმი EPP. თუ თქვენს კომპიუტერს არ აქვს რეჟიმი EPP, მაშინ პორტის მონაცემთა რეგისტრი იმუშავებს მხოლოდ ინფორმაციის გამოყვანის რეჟიმში. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის შეყვანა კომპიუტერში შესაძლებელი იქნება მხოლოდ სტატუს რეგისტრის საშუალებით.
Windows არ გააჩნია პორტის ცალკეულ რეგისტრებთან მიმართვის საშუალება. შესაძლებელია, მხოლოდ, ასეთი ტიპის ბრძანების განხორციელება – “გაიგზავნოს სიტყვა ‘abc’ პორტში LPT1″.
სამაგიეროდ, ნებიმიერი რეგისტრის ნებისმიერი თანრიგის (ბიტის) ჩაწერა–წაკითხვა შესაძლებელია “inpout32.dll” დინამიური ბიბლიოთეკის ფუნქციების საშუალებით. “inpout32.dll” ბიბლიოთეკა თავისუფლად ვრცელდება (უფასოა) და შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ინტერნეტიდან. ჩამოტვირთვის შემდეგ ფაილი “inpout32.dll” თავსდება Windows\System32 დირექტორიაში და მზად არის გამოსაყენებლად. იგი მოიცავს ორ INP და OUT ფუნქციებს, შესაბამისად ინფორმაციის შეყვანისა და გამოყვანისათვის.

Visual Basic კოდი ფუნქციების გამოცხადებისათვის:

Private Declare Function Inp Lib “inpout32.dll” _
Alias “Inp32″ (ByVal PortAddress As Integer) As Integer

Private Declare Sub Out Lib “inpout32.dll” _
Alias
“Out32″ (ByVal PortAddress As Integer, ByVal Value As Integer)
VB კოდი LPT1 პორტში რაიმე რიცხვის (<256) გადასაგზავნად:
Private Sub
Command1_Click()
Out &H378, 15          
‘გაიგზავნება რიცხვი 15
End Sub



თუ ნახაზზე მოყვანილ სქემას ავაწყობთ და ზემოთ მოყვანილ პროგრამას შევასრულებთ, მაშინ აინთება ზედა ოთხი შუქდიოდი.
ამ პროგრამის შესრულება კი გამოიწვევს შუქდიოდების ჩაქრობას.
Private Sub
Command1_Click()
Out &H378, 0             გაიგზავნება რიცხვი 0
End Sub
ყველა შუქდიოდის ასანთებად, ცხადია, უნდა შერულდეს პროგრამა:
Private Sub Command1_Click()
Out &H378, 255         
‘გაიგზავნება რიცხვი 255
End Sub
VB კოდი LPT1 პორტიდან სგნალის შემოსაყვანად:
მონაცემთა რეგისტრიდან სიგნალების შემოყვანისათვის გამოიყენება არა საბაზო მისამართი &H378 , არამედ მისამართი &H37F (ანუ, საბაზო+7).
Private Sub Command1_Click()
Text1.Text = Inp(&H37F)
End Sub

ზემოთ მოყვანილი პროგრამის შესრულებით Text1 ტექსტბოქსში აისახება მონაცემთა რეგისტრის გამომყვანებზე მიწოდებული ბაიტის რიცხვითი მნიშვნელობა.


თუ ნახაზზე მოყვანილ სქემაზე ყველა ჩამრთველს ჩავრთავთ, მაშინ Text1 ტექსტბოქსში აისახება “0″, თუ ყველა ჩამრთველს ამოვრთავთ – ტექსტბოქსში აისახება “255″.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია შეიძლება შემოვიყვანოთ სტატუს რეგისტრიდანაც ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი მე–7 თანრიგი ინვერსულია:
Private Sub Command1_Click()
Text1.Text = Inp(&H379) AND &HF0
End Sub
მიაქციეთ ყურადღება, რომ სტატუს რეგისტრს 0–3 თანრიგების გამომყვანები უბრალოდ, არ აქვს. ამიტომ გვიწევს მათი მასკირება კონსტრუქციით Inp(&H379) AND &HF0. თუ ყველა ჩამრთველი ჩართულია, მაშინ Text1 ტექსტბოქსში აისახება “128″.
იმ კომპიუტერებისათვის, რომელთაც პარალელური პორტი არ გააჩნიათ, შეიძლება გამოყენებულ იქნას PCI-LPT პლატა, რომელიც კომპიუტერის PCI სლოტში შეიძლება ჩამონტაჟდეს.