Thursday, June 14, 2012

რეზისტორების ფერადი მარკირება


რეზისტორების ფერადი მარკირება
რეზისტორების წინაღობის ნომინალური მნიშვნელობის მარკირებისათვის გამოიყენება რეზისტორის კორპუსზე დატანილი ფერადი ხაზების ან ფერადი წერტილების კოდი. ხაზების ან წერტილების რაოდენობა შეიძლება იყოს 4-დან 6-მდე. 5 და 6 ხაზიან კოდში პირველ 3 ხაზს შეესაბამება ნომინალის რიცხვითი მნიშვნელობები, მე-4 ხაზი გამოიყენება ამ მნიშვნელობის მამრავლად, მე-5 ხაზი აღნიშნავს ნომინალის სიზუსტეს პროცენტებში, მე-6 ხაზი (6 ხაზიან კოდში) – ნომინალის ტემპერატურულ კოეფიციენტს. 4 ხაზიან კოდში პირველ 2 ხაზს შეესაბამება ნომინალის რიცხვითი მნიშვნელობები, მე-3 ხაზი გამოიყენება ამ მნიშვნელობის მამრავლად, მე-4 ხაზი აღნიშნავს ნომინალის სიზუსტეს პროცენტებში.


მაგ. 1:
4 ხაზიანი კოდისთვის 430 კილოომის ნომინალისთვის გვექნება ყვითელი, ნარინჯი, შავი, ნარინჯი.
მაგ. 2:
5 ხაზიანი კოდისთვის 5 პროცენტიანი სიზუსტის
430 კილოომის ნომინალისთვის გვექნება ყვითელი, ნარინჯი, შავი, ნარინჯი,ოქრო.



No comments:

Post a Comment